Accentnews.ge
ჯონსონს ძინპინთან უკრაინაზე „ღია და წრფელი“ საუბარი ჰქონდა

ჯონსონს ძინპინთან უკრაინაზე „ღია და წრფელი“ საუბარი ჰქონდა

25/03/2022 20:42:49 ევროპა, მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან „გულწრფელი“ საუბარი გამართა,– იუწყება დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის ოფისი.

"ლიდერებმა განიხილეს ორმხრივი ინტერესის არაერთი საკითხი, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება. ეს იყო წრფელი და ღია საუბარი, რომელიც თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ კიდევ ერთხელ ისაუბრონ უახლოეს მომავალში", - განაცხადეს ჯონსონის ოფისში.

ხოლო ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს მიერ გამოქვეყნებული შეტყობნების თანახმად, სი ძინპინმა ჯონსონს უთხრა, რომ მისი ქვეყანა "კონსტრუქციულ როლს" ითამაშებს უკრაინაში მშვიდობის აღდგენაში:

"სი ძინპინმა დააფიქსირა ჩინეთის პრინციპული პოზიცია: მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რათა შეიქმნას პირობები უკრაინის საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, ასევე უკრაინაში მშვიდობის დასაბრუნებლად. ჩინური მხარე კვლავ მზადაა, შეასრულოს კონსტრუქციული როლი ამ კუთხით“.

შეგახსენებ, რომ დასავლეთის ქვეყნები აწარმოებენ მოლაპარაკებებს ჩინეთთან, არ აღმოუჩინოს მატერიალური და სამხედრო დახმარება რუსეთს, რომელიც უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, მით უფრო, რომ გაჩნდა ცნობები მოსკოვიდან პეკინისთვის შესაბამისი თხოვნით მიმართვის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S