Accentnews.ge
რუსეთის ელჩი „პოსტების“ გამო საფრანგეთის საგარეო უწყებაში გამოიძახეს

რუსეთის ელჩი „პოსტების“ გამო საფრანგეთის საგარეო უწყებაში გამოიძახეს

25/03/2022 20:25:52 ევროპა

რუსეთის ელჩი ალექსეი მეშკოვი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელსაც სამინისტრომ მიუღებლად უწოდა,– იუწყება Le Figaro.

"ვეცდებით რუსეთთან დიალოგის აუცილებელი არხი შევინარჩუნოთ... მაგრამ ასეთი პუბლიკაციები მიუღებელია. ჩვენ ეს ნათლად ვუთხარით რუსეთის ელჩს", - აცხადებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მეშკოვმა რამდენიმე შეურაცხმყოფელი კარიკატურა გამოაქვეყნა: ერთი დაჩოქილი ევროპელი საჯდომზე კოცნის „ძია სემს და არის ინგლისური კომენტარი – „ევროპული სოლიდარობა ესაა“. მეორეში ევროპა წარმოდგენილია, როგორც პაციენტი, რომელსაც აშშ და ევროკავშირი "აწამებენ" "ნეონაციზმის", "რუსოფობიის" და კოვიდ-19-ის ინექციებით.

როგორც ფრანგული მედიასაშუალების მიერ შენახული „სკრინშოტები“ მოწმობს, ეს კარიკატურები გამოჩნდა საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე. ამჟამად პოსტები წაშლილია.

„ჩვენ დავრწმუნდით, რომ პარიზში მათ ყურადღებით წაიკითხეს ჩვენი პუბლიკაციები Twitter-ზე, რომლებშიც ჩამოყალიბებულია რუსეთის ოფიციალური პოზიცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადეს რუსეთის საელჩოს პრეს–სამსახურში.

ასევე აღნიშნეს, რომ მეშკოვმა, თავის მხრივ, ფრანგული მხარის ყურადღება გაამახვილა საფრანგეთში რუსეთის დიპლომატიურ ინსტიტუტებთან მიმართებაში „პროვოკაციებსა და ვანდალიზმის აქტებზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S