Accentnews.ge
შოლცის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა პანიკაშია – Politico

შოლცის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა პანიკაშია – Politico

25/03/2022 18:42:08 ევროპა

რუსეთის ხელმძღვანელობა პანიკის ნიშნებს ავლენს იმის გამო, თუ რამდენად სწრაფად ამბობენ უარს ევროკავშის ქვეყნები და სხვა დასავლელი მოკავშირეები რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსკოვის ფინანსებისთვის,– განუცხადა, Politico–ს ცნობით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირის ლიდერებს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, შოლცმა ევროკავშირის ლიდერებთან დახურულ შეხვედრაზე აღიარა, რომ ევროპას შესაძლოა, ხუთი წელი დასჭირდეს რუსული ენერგომომარაგებისგან სრული დამოუკიდებლობის მისაღწევად.

შოლცის კომენტარი გაჟღერდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ბერლინში განუცხადა ჟურნალისტებს, რომ გერმანული ენერგეტიკული კომპანიები „უზარმაზარი სისწრაფით“ წყვეტენ კონტრაქტებს ნავთობისა და ქვანახშირის რუს მომწოდებლებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანია 2022 წლის ბოლოსთვის თითქმის თავისუფალი უნდა იყოს რუსული ნავთობისა და ნახშირის იმპორტისგან.

„თუმცა, გაზის შემთხვევაში ამას უფრო დიდი დრო დასჭირდება, სულ მცირე, 2024 წლის შუა რიცხვებამდე“,– თქვა ჰაბეკმა.

მანამდე გერმანიის კანცლერმა უარყო ევროკავშირის მიერ დაუყოვნებელი აკრძალვის დაწესება რუსეთიდან ენერგეტიკის იმპორტზე და განაცხადა, რომ ეს უფრო მეტად დააზარალებს ევროპას, ვიდრე რუსეთს და რომ გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ "რაც შეიძლება მალე" შეამციროს თავისი დამოკიდებულება რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე.

რაც შეეხება რუსეის მოთხოვნას, რუბლში მოხდეს ევროპისთვის მიწოდებული გაზის საფასურის გადახდა, გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს კონტრაქტის პირობებს ეწინააღმდეგება. ევროპული ქვეყნები ანგარიშსწორებას ევროში ახორციელებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S