Accentnews.ge
"გაზპრომი" ინდოეთს გაზის საფასურის ევროში გადახდას სთხოვს

"გაზპრომი" ინდოეთს გაზის საფასურის ევროში გადახდას სთხოვს

25/03/2022 18:08:38 მსოფლიო

რუსული „გაზპრომი“ ინდოეთის სახელმწიფო კომპანია GAIL-ს სთხოვს, მასთან ანგარიშსწორება დოლარის ნაცვლად ევროში განახორციელოს, რათა უკრაინაში ომის ფონზე "არამეგობრული ამერიკის ვალუტაში არსებული თანხმის მოცულობა შეამციროს",– იუწყება Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

GAIL-ს „გაზპრომთან“ გაზის იმპორტის გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს – ყოველწლიურად ყიდულობს 2,5 მილიონ ტონა თხევად აირს, ხოლო ანგარიშსწორება დოლარში ხორციელდება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინდური მხარე საკითხს ჯერ კიდევ განიხილავს, თუმცა ამბობენ, რომ ეს პრობლემა არ გახდება.

როგორც გამოცემას თანამოსაუბრეები განუმარტავენ, სანქციებმა ევროში ანგარიშსწორებაზე გავლენა შესაძლოა, არ იქონიოს, ვინაიდან ინდურ კომპანიას ხელშეკრულება „გაზპომის“ სინგაპურულ წარმომადგენლობასთან აქვს გაფორმებული.

ინდოეთი თავს იკავებს რუსეთის ღია დაგმობისაგან და არ შეუერთდა სანქციებს, მათ შორის რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვის კუთხით.

მეტიც, ინდოეთი ემზადება, მეტი რუსული ნავთობი შეიძინოს ფასდაკლებით იმ ფონზე, რომ პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, ბევრმა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიამ თქვა უარი რუსეთისგან საწვავის ყიდვაზე. ამასთან, ინდოეთის ცენტრალური ბანკი რუსეთთან საწყის კონსულტაციებს ახორციელებს რუბლსა და რუპიაში ანგარიშსწორების თაობაზე, რაც მას რუსეთთან ვაჭრობის საშუალებას მისცემს, რადგან საერთაშორისო გადახდების მექანიზმები რუსეთისთვის სანქციებით შეიზღუდა.

ცნობისთვის: რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნებისგან" მოითხოვა, რუბლში გადაუხადონ ექსპორტირებული გაზის საფასური, რაზეც ევროპის ქვეყნები არ სთანხმდებიან. ისინი ევროში ახდენენ ანგარიშსწორებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S