Accentnews.ge
კრასნოდარელი სპეცრაზმელები სამსახურიდან გაუშვეს უკრაინაში ომზე უარის თქმის გამო

კრასნოდარელი სპეცრაზმელები სამსახურიდან გაუშვეს უკრაინაში ომზე უარის თქმის გამო

25/03/2022 17:30:16 მსოფლიო

რუსეთის „როსგვარდიიდან“ მთელი ოცეული დაითხოვეს მას შემდეგ, რაც ომონის მებრძოლებმა 25 თებერვალს უარი თქვეს უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე სამხედრო აგრესიაში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც ირკვევა, თებერვლის დასაწყისში მათ შორის კრასნოდარის „ომონის“ თანამშრომლები წვრთნებში მონაწილეობდნენ ანექსირებულ ყირიმში. 25 თებერვალს ხელმძღვანელმა მათ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა უბრძანა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. კრასნოდარელმა „როსგვარიელებმა“ ბრძანება უკანონოდ ჩათვალეს, აიძულებდნენ რა მათ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტოიაზე გადასვლას და უარი თქვეს მის შესრულებაზე.

პოლიციის კაპიტანი ფარიდ ჩიტაევი და მისი ქვეშევრდომები თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას უკანონოდ მიიჩნევენ და სასამართლოში ასაჩირებენ.

„მებრძოლებმა შეიტყვეს, რომ სწავლების ნაცვლად სხვა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას უბრძანებდნენ. ეს მათ სამსახურეობრივ ვალდებულებებში არ შედის, ამას მათი კონტრაქტები არ ითვალისწინებს (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავად ამ სპეცოპერაციასა და მის ფარგლებში სწავლებაზე თანხმობა არ მიუციათ), განაცხადეს, რომ შინ ბრუნდებიან. ეს შეფასდა ბრძანების შეუსრულებლობად და სამსახურიდან გაათავისუფლეს“,– ყვება ადვოკატი მიხეილ ბენიაში, რომელიც სასამართლოში დაიცავს ყოფილი „როსგვარდიელების“ ინტერესებს.

მისი თქმით, სადღეისოდ რუსეთში უსაფრთხოდ თავს ვერავინ გრძნობს, მით უფრო ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და რაც უფრო ნაკლებად მოახდენენ ისინი საკუთარი პოზიციის საჯაროდ დემონსტრირებას, მეტად იქნებიან უსაფრთხოდ.

როგორც ადვოკატი განმარტავს, სასამართლო დავის მიზნი კომპენსაციის მიღებაა.

ადვოკატი ასევე ყვება, რომ კრასნოდარელი „როსგვარდიელების“ შესახებ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ მას დაახლოებით 2 500–მდე ადამიანი დაუკავშირდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებიც მსგავს ვითარებაში აღმოჩნდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S