ჩინურმა კომპანიამ გაითვალისწინა პეკინის რჩევა და რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს – Reuters
25/03/2022 17:00:19 მსოფლიო
ჩინურმა Sinopec-მა სანქციების კონტექსტში სიფრთხილის გამოჩენის თაობაზე ხელისუფლების მოწოდება გაითვალისწინა და რუსეთის გაზის ქიმიურ ქარხანასა და რუსული გაზის მარკეტინგის ობიექტში მსხვილი ინვესტირების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა,– იუწყება Reuters.
როგორც აღინიშნა, ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციაზე იყო საუბარი.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა არაერთხელ გამოთქვა სანქციების მიმართ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება და დაჟინებით პოზიციონირებდა, რომ რუსეთთან ნორმალურ ეკონომიკურ–სავაჭრო ბრუნვად შეინარჩუნებდა, „კულისებში“ მთავრობა კომპანიებისგან რუსეთის ინვესტირების კუთხით სიფრთხილეს მოითხოვს.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩინეთის სამი სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი აფასებს სანქციების გავლენას რუსეთში მათ მრავალმილიარდ დოლარიან ინვესტიციებზე“, - აცხადებენ გამოცემის წყაროები.


