Accentnews.ge
„იმოქმედე!“: ბელარუსში მარიუპოლის ტრაგიკული მოვლენების საილუსტრაციოდ ათასობით მოქალაქე მიწაზე დაწვა

„იმოქმედე!“: ბელარუსში მარიუპოლის ტრაგიკული მოვლენების საილუსტრაციოდ ათასობით მოქალაქე მიწაზე დაწვა

25/03/2022 16:24:10 ევროპა, საზოგადოება

ბელარუსში 1000–ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა აქციაში სახელწოდებით, „კმარა დაპირებები, იმოქმედე!“,– იუწყება უკრაინული მედია.

ადამიანები მიწაზე დაწვნენ, რათა ყურადღება გაემახვილებინათ მარიუპოლში, რომელიც რუსული არმიის მიერ არის ალყაში მოქცეული, ადამიანურ მსხვერპლზე. მწოლიარე საპროტესტო აქცია სიმბოლურად ასახავს მარიუპოლში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, სადაც ცხედრები პირდაპირ ქუჩებში, მოედნებზე ასვენია, ვერ ხერხდება რა მათი დროულად გადასვენება. ქალაქის ადმინისტრაცია იძულებულია, დაღუპულები საერთო სამარხებში, ქალაქშივე დაკრძალოს, რადგან სასაფლაომდე მისვლის უფლებას რუსი სამხედროები არ აძლევენ. ცხედრებს კრძალავენ სახლების ეზოებშიც.

აქციის მონაწილეებმა უკრაინის ცის დახურვა მოითხოვეს და ისაუბრეს უზარმაზარ მსხვერპლზე მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია Promote Ukraineის ინიციატივით შედგა.

„მშვიდობიან ევროპას უჭირს, გააცნობიეროს უკრაინელების მწუხარების მასშტაბები. ამიტომ, აქციის მონაწილეებს ვთხოვეთ მიწაზე დაწოლა და თითოეული გარდაცვლილის გახსენება. და ეს ზღვა ხალხია, რომელიც ასახავს უზარმაზარ, ტრაგიკულ მსხვერპლს“,– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა დარია კალენიუკმა.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ გაერო–ს მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება, რომ რუსეთის აგრესიას 1035 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და აღნიშნა, რომ რეალურად ეს ტრაგიკული ციფრი რეალობას არ ასახავს, რადგან მსხვერლი გაცილებით დიდია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S