Accentnews.ge
„მელიტოპოლში 70-მა რუსმა სამხედრომ ბუნტი მოაწყო და უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე“ – სამხარეო ადმინისტრაცია

„მელიტოპოლში 70-მა რუსმა სამხედრომ ბუნტი მოაწყო და უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე“ – სამხარეო ადმინისტრაცია

25/03/2022 15:54:36 ევროპა

ზაპოროჟიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 24 მარტს მელიტოპოლში დისლოცირებულმა 70-მა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ ბუნტი მოაწყო და უარი თქვა მათი ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე.

"უკრაინის თავდაცვის ძალების უმაღლესი შტაბიდან ორი დიდი სიახლეა: 24 მარტს მიიღეს ინფორმაცია, რომ 70-მა რუსმა სამხედრომ მოაწყო ბუნტი მელიტოპოლში განლაგებულ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების ნაწილებში და უარი თქვა მათი ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე და მონაწილეობაზე საომარ მოქმედებებში ზაპოროჟიეს დამცველების წინააღმდეგ. დამპყრობლებს ვურჩევთ: ტყვედ ჩავარდეთ, მიეცით საშუალება, დარჩეთ ცოცხალი“,– იუწყება სამხარეო ადმინისტრაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ორი მსგავსი ფაქტის შესახებ, რომელიც სუმში დაფიქსირდა, უკრაინის შეიარაღებული ძალებიც იუწყებოდა.

რაც შეეხება მეორე ამბავს, სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სოფელი მალინოვკა ოკუპანტებისგან გამოიხსნეს, ხოლო უკრაინის სამხედრო ტექნიკა რუსული T-72B3 ტანკით „შეავსეს“.

ამასთან, მისივე ცნობით, რუსული ძალები კვლავ აგრძელებენ ზაპოროჟიეს ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. კერძოდ, მისი თქმით, განხორციელდა საარტილერიო სეტევა ქალაქ გულიაიპოლზე. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ მონაცემები ზუსტდება:

„პოლოგიში მტერი აწყობს პროვოკაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას. კერძოდ, ოკუპანტები ქალაქის კვარტლებში გამოდიან გაფრთხილებით "დაბომბვის" შესახებ, რომელიც თითქოს უკრაინის დამცველების მხრიდან განხორციელდება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S