Accentnews.ge
"რუსეთს ასიათასობით ადამიანი ძალით მიჰყავს რუსეთში, რათა ზეწოლა განახორციელოს კიევზე"- უკრაინის ომბუდსმენი

"რუსეთს ასიათასობით ადამიანი ძალით მიჰყავს რუსეთში, რათა ზეწოლა განახორციელოს კიევზე"- უკრაინის ომბუდსმენი

25/03/2022 15:42:48 ევროპა

უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ მოსკოვს ბრალი დასდო, რომ მას უკრაინის დანგრეული ქალაქებიდან ასიათასობით ადამიანი ძალით მიჰყავს რუსეთში, რათა ზეწოლა განახორციელოს კიევზე და აიძულოს ის, დანებდეს.

დენისოვამ 25 მარტს თქვა, რომ 402 ათასი ადამიანი, მათ შორის 84 ათასი ბავშვი, მათი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს რუსეთში, სადაც ზოგი მათგანი „მძევლად“ შეიძლება იქნეს გამოყენებული უკრაინაზე ზეწოლისთვის.

კრემლმა დაახლოებით იგივე რიცხვი დაასახელა იმ ადამიანებზე ცნობაში, რომლებიც, მისი თქმით, საკუთარი სურვილით წაიყვანეს რუსეთში.

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. მათ ნაწილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან.

რუსეთის გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან დაახლოებით 400 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა რუსეთში და რომ ისინი არიან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან, სადაც პრომოსკოვურად განწყობილი სეპარატისტები რვა წლის განმავლობაში იბრძვიან უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ.

რუსეთის ხელისუფლების თქმით, ევაკუირებულებს უზრუნველყოფენ საცხოვრებლითა და ფულით.

მაგრამ როგორც დონეცკის ოლქის გუბერნატორი პავლო კირილენკო აცხადებს, „ხალხი ძალით მიჰყავთ აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე“.

ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსეთის ჯარების მიერ რუსეთში წაყვანილ სამოქალაქო პირთა შორის იყო 92 წლის ქალი მარიუპოლიდან, რომელიც ძალით ჩაიყვანეს სამხრეთ რუსეთის ქალაქ ტაგანროგში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S