Accentnews.ge
ბულგარეთი სასწრაფოდ ყიდულობს გამანადგურებლებს

ბულგარეთი სასწრაფოდ ყიდულობს გამანადგურებლებს

25/03/2022 15:34:47 ევროპა, მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა მოუწოდა ქვეყნის მთავრობას გადაუდებელი ზომები მიიღოს საბრძოლო თვითმფრინავების შესაძენად ან იჯარით ასაღებად.რადევმა თქვა, რომ მან ეს საკითხი დააყენა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან ნატო–ს სამიტზე და სთხოვა, რომ დროულად მიაწოდოს ქვეყანას ბულგარეთის მიერ შეძენილი საბრძოლო თვითმფრინავების – F-16–ებიან ალტერნატივის სახით, უკვე გამოყენებული იგივე ტიპის თვითფრინავები.

პრეზიდენტის თქმით, მსგავსი მოლაპარაკებები სედგა იტალიასთან, ნიდერლანდებთან და გერმანიასთან.

რადევი ამბობს, რომ ევროპული გამანადგურებლების იჯარის აღების შესაძლებლობა არსებობს:

"იტალია მზადაა, ეს საკითხი განიხილოს, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონიც ღიაა. პრემიერ–მინისტრი კირილ პეტკოვი შეხვდება გერმანიის კანცლერ შოლცს. შევთანხმდით, რომ ამაზე ვისაუბროთ. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ".

ბულგარეთი მიგ–29–ებზე ამყარებს იმედს, თუმცა ზოგიერთი მათგანის ექსპლუატაციის ვადა წლის ბოლოს იწურება. მათი კაპიტალური რემონტი რუსეთში ამჟამად შეუძლებელია, ამიტომ მოლაპარაკებები პოლონეთთან გაიმართება.

„აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა ეყრდნობა საჰაერო სივრცის დაცვის რუსულ საშუალებებს. ცხადია, რუსეთი გამოირიცხა, როგორც იმ თვითფრინავების მომსახურე ვარიანტი, რომელთაც ვადა ეწურებათ. მომავალ კვირას პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილავთ პოლონეთის ინდუსტრიისა და საჰაერო ძალების შესაძლებლობებს, მაგრამ ეს იქნება დროებითი გამოსავალი. ჩვენ საკითხი მდგრადი გადაწყვეტა გვჭირდება“, - განაცხადა რადევმა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებებს საფრანგეთიდან სამი ფრეგატი ВМС და ექვსი დამატებითი გამანადგურებლის შესყიდვის თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S