Accentnews.ge
„არ გრცხვენიათ?“ – უკრაინის საგარეოს პრეს–სპიკერი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

„არ გრცხვენიათ?“ – უკრაინის საგარეოს პრეს–სპიკერი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

25/03/2022 14:57:40 ევროპა, პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.

ის „ტვიტერზე“ ინგლისურ და ქართულ ენებზე წერს:

"თბილისი - იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?"

"რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და "მადლობის გადახდა" დაჰპირდა. თბილისი - იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?".

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებზე საქართველოს პოზიცია მოსკოვში "შეუმჩნეველი არ რჩება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S