
დუდას თვითმფრინავი ვარშავაში ავარიულად დაჯდა
25/03/2022 14:49:16 ევროპა
პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას თვითმფრინავი ვარშავაში დაბრუნდა და ავარიულად დაჯდა. დუდა, უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ჟეშუვში მიფრინავდა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან შესახვედრად.
ჯერ–ჯერობით უცნობია ავარიული დაშვების გამომწვევი მიზეზები.
ბაიდენი უკვე ჩავიდა ქალაქ ჟეშუვში, სადაც უკრაინიდან ლტოლვილების მონახულებას და საზღვარზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.
პოლონური მედიის ცნობით, პრეზიდენტი დუდა ჟეშუვში სარეზერვო თვითმფრინავით გაფრინდა და უკვე ადგილზე იმყოფება.