Accentnews.ge
კულება უარყოფს ერდოღანის ცნობას, უკრანა–რუსეთს შორის ოთხ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის თაობაზე

კულება უარყოფს ერდოღანის ცნობას, უკრანა–რუსეთს შორის ოთხ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის თაობაზე

25/03/2022 14:44:38 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ 25 მარტის მდგომარეობით, არანაირი კონსენსუსი არ არსებობს რუსეთთან თურქეთის პრეზიდენტის მიერ ნახსენები ოთხი პუნქტის ირგვლივ.

„თურქეთის პრეზიდენტის მიერ ნახსენები ოთხი პუნქტის შესახებ რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს. კერძოდ, უკრაინაში ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული. და ზოგადად, მოლაპარაკების ძირითადი თემების კლასიფიკაცია არასწორია",– განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ დელეგაციების ქვეჯგუფებში ერთდროულად მრავალი განსხვავებული საკითხი განიხილება და რომ მოლაპარაკების პროცესი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს.

მინისტრი ამბობს, რომ უკრაინას მტკიცე პოზიცია უჭირავს და დაჟინებით მოითხოვს უპირველესად, ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს.

მან მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რათა დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს დიალოგს თურქეთთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა აღდგეს მშვიდობა უკრაინის ტერიტორიაზე.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ექვსი საკითხიდან ოთხზე სეთანხმება მიღწეულია, მათ შორისაა ნეიტრალიტეტი და რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად აღიარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S