Accentnews.ge
უკრაინის სპეცსამსახური გამოვლენილი აგენტებისა და დივერსიული ჯგუფების შესახებ აქვეყნებს ცნობებს

უკრაინის სპეცსამსახური გამოვლენილი აგენტებისა და დივერსიული ჯგუფების შესახებ აქვეყნებს ცნობებს

25/03/2022 14:09:59 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ ომის დაწყებიდან დივერსიულ–სადაზვერვო ჯგუფის 350-ზე მეტი წევრი დააკავა, ხოლო საოკუპაციო ჯარში დაქირავებულთა რეკრუტირების მიზნით შექმნილი საერთაშორისო არხები გააუქმა.

  • „კიევში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული დივერსიული ჯგუფი განადგურდა. დივერსიული მოქმედებების შენიღბვის მიზნით, მტრები თავის უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფის წევრებად გასაღებას ცდილობდნენ;
  • დააკავეს რუსული სადაზვერვო ქსელების წევრები, რომლებიც აგროვებდნენ მონაცემებს ელექტრონული საომარი ტექნიკისა და უკრაინის სამხედრო ნაწილების უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ;
  • ზაპოროჟიეში განეიტრალდა დამპყრობლების სპეცსამსახურების მცდელობები, მოეხდინათ რეგიონის ე.წ. „ფედერალიზაცია“;
  • უკრაინის წინააღმდეგ ომში დაქირავებული ჯარისკაცების გადაბირების მთავარი ტრანსნაციონალური არხების ლიკვიდაცია განხორციელდა“,– ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განახლებულ ანგარიშში.

ამასთან სპეცსამსახურები აღნიშნავენ, რომ ჩართულნი არიან სანქციებისთვის მასალების მომზადების საქმეში სხვადასხვა პერსონების წინააღმდეგ და აგროვებენ მონაცემებს. ამასთან, ბრძოლაა გაშლილი ინტერნეტ–სივრცეში პროპაგანდისტული არხების გამოვლენა–განეიტრალების მიზნით:

„გრძელდება ყოვლისმომცველი ზომები, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს და დასაჯოს ყველა, ვინც მონაწილეობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაში და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S