
ბათუმის N30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
25/03/2022 13:57:32 საზოგადოება, რეკლამა
გონიოს დასახლებაში არსებული ბათუმის N30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მისივე ცნობით, დაგეგმილია შენობის როგორც შიდა სივრცის, ისე გარე ფასადის რეაბილიტაცია, ყველა სართულზე ლიფტი დამონტაჟდება, სკოლის ტერიტორია კეთილმოეწყობა, მათ შორის გაკეთდება ღია მოედანი, ტრიბუნებით და სკვერი.
სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ივნისში დაიწყება და 15 თვეში დასრულდება. სამუშაოების პირველ ეტაპზე – 2021 წელს შენობის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა, ასევე პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები მოეწყო.