
იტალიის სასამართლომ რუსეთის მოთხოვნით დაკავებული უკრაინელი რეჟისორი გაათავისუფლა
25/03/2022 13:09:29 ევროპა
სასამართლომ პატიმრობიდან გაათავსიუფლა უკრაინელი რეჟისორი ევგენი ლავრენჩუკი, რომელიც 2021 წლის დეკემბერში ნეაპოლში რუსეთის მოხოვნით დააკავეს.
არსებული მონაცემებით, სასამართლომ რუსეთის ბრალდებები უსაფუძვლოდ მიიჩნია, შესაბამისად, ექსტრადაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
როგორც რუსული მედია წერდა, მოსკოვის სასამართლომ მსხვილი თაღლითობის ბრალდებით ლავრენჩუკს დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. როგორც გაირკვა, გადაწყვეტილება 2020 წლის ივლისში მიიღეს, თუმცა საქმის დეტალებს არ ახმაურებდნენ.
ლავრენჩუკის მხარდამჭერი ჯგუფის წევრი მარიანა გუდიჩ-პალი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება რვა წლის წინანდელ ფინანსურ დარღვევას იძიებდა, როდესაც ლავრენჩუკი რუსეთში მუშაობდა.
რეჟისორის კოლეგები და ოჯახის წევრები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ.
ევგენი ლავრენჩუკი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მათ შორის რუსეთშიც, თუმცა ქვეყანა 2014 წელს პროტესტის ნიშნად რუსეთი, ხოლო კრემლის პოლიტიკას "კრიმინალური" უწოდა.
2018 წელს ის ოდესის თეატრის მთავარ რეჟისორად დაინიშნა.