Accentnews.ge
უკრაინაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ბრიგადის მეთაური დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ბრიგადის მეთაური დაიღუპა

25/03/2022 12:55:25 ევროპა, მსოფლიო

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ალექსეი შაროვი მარიუპოლის მახლობლად ბრძოლებში დაიღუპა, განაცხადა სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხეილ რაზვოჟაევმა.

მისი თქმით, შაროვი სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა მარიუპოლში.

მან ასევე განაცხადა, რომ მარიუპოლში ასევე დაიღუპა 810-ე საზღვაო ბრიგადის ორი ჯარისკაცი – ნიკოლაი იფიმოვი და რომან ტაზინი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სევასტოპოლში დაკრძალეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ანდრეი პალი.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო და შავი ზღვის ფლოტი ოფიციალურად არ აკეთებენ კომენტარს მისი გარდაცვალების გარემოებებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S