Accentnews.ge
პუტინს ამჯერად იაპონური სახელმძღვანელოები არ მოსწონს

პუტინს ამჯერად იაპონური სახელმძღვანელოები არ მოსწონს

25/03/2022 12:46:10 მსოფლიო

კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი კვლავ „ისტორიის გაკვეთილებით“ დაკავდა, რომლის ფარგლებშიც ისაუბრა იაპონიის არსებულ „ცუდ სახელმძღვანელოებზე“, ამერიკულ ფილმებზე, დასავლეთში „რუსოფობიაზე“ და ახსენა ჰიტლერიც.

როგორც რუსული მედია წერს, ამ საკითხებს პუტინმა კულტურის სფეროში საპრეზიდენტო ჯილდოების ლაურეატებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

რუსული მედიის ცნობით, პუტინმა თქვა, რომ აღშფოთებულია „ჰოლივუდისა და იაპონური სახელმძღვანელოების მიერ“ მეორე მსოფლიო ომის შესახებ „ფაქტების დამახინჯებით“ და იმედოვნებს, რომ „სიმართლე რუსეთის შესახებ“ მსოფლიოში კულტურის მეშვეობით გაიკვლევს გზას.

ამასთან, მან თქვა, რომ დასავლეთში „რუსულ კულტურას თავს დაესხნენ, როგორც ეს ნაცისტურ გერმანიაში მოხდა“.

„რუსული კულტურა ყოველთვის მიმართულია ადამიანისკენ, ასწავლის ფიქრს და თანაგრძნობას. დასავლეთში რუსი მწერლები და წიგნები აკრძალულია, ჩვენთან კი მსგავსი რამის წარმოდგენა შეუძლებელია – ჩვენთან ეთნიკურ შეუწყნარებლობას ადგილი არ აქვს“,– ირწმუნება პუტინი.

რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს მოლაპარაკებებს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ სამხრეთ კურილის კუნძულებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რუსეთი უპრეცედენტო სანქციებს დაექვემდებარა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების გამო. კრემლი მეზობელ სუვერენულ ქვეყანაში შეიჭრა, აწარმოებს არაკონვენციურ ომს, ბომბავს მა შორის საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ათობით ბავშვი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S