"ყველაფერი, რაც 30 წლის განმავლობაში ვაშენეთ, განადგურდა“ – რუსი ბიზნესმენი
25/03/2022 12:28:33 მსოფლიო
რუსი ბიზნესმენი პიოტრ ავენი, რომელიც ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა, აცხადებს, რომ სახსრები არ ქონფნის გადასახადებისთვის.
"შევძლებ თუ არა დამლაგებლისა და მძღოლისთვის ხელფასის გადახდას?...არ ვიცით, როგორ გადავრჩეთ", - უთხრა Financial Times–ს ბიზნესმენმა, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება.
ის ფლობს ორდონიან ბინას პრესტიჟულ სენტ ჯეიმსის რაიონში, ასევე სასახლეს გარეუბანში. თუმცა მისი უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლება გაიყინა, ისევე როგორც საბანკო ანგარიშები და აქტივები.
გამოცემის ცნობით, ბიზნესმენი შესაძლოა, 20 დღის ვადაში გააძევონ დიდი ბრიტანეთიდან (მას აქვს ლატვიის და რუსეთის მოქალაქეობა, ასევე მოქმედი ამერიკული ვიზა), მაგრამ მას ქვეყანაში დარჩენა სურს.
„თუ მე დიდ ბრიტანეთს დავტოებ, აღარ მექნება დაბრუნების შესაძლებლობა.
ჩემი ცხოვება ერთ ღამეში შეიცვალა. ჩვენი ბზნესი სავსებით განადგურებულია. ყველაფერი, რასაც 30 წლის განმავლობაში ვაშენებდით, განადგურდა. და ჩვენ როგორღაც ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ“,– განაცხადა ბიზნესმენმა.
სანქციების ფონზე ავენმა თანამდებობა დატოვა Alfa-Bank-ის დირექტორთა საბჭოში, ასევე გამოვიდა საქველმოქმედო ორგანიზაცია Genesis Philanthropy Group-ის დირექტორთა საბჭოდან.
ის და მიხაილ ფრიდმანი, რომელიც საინვესტიციო კომპანია LetterOne-ისა და Alfa Group-ის თანამფლობელია და ასევე დაექვემდებარა სანქციებს, გეგმავენ სანქციების გასაჩივრებას, მიიჩნევენ რა მას დაუსაბუთებლად.
Financial Times-თან საუბარში ევენმა უარყო ბრალდებები, რომ ის "პუტინთან დაახლოებული იყო" და ამბობს, რომ რუსეთში ბიზნესის კეთება პრეზიდენტთან კონტაქტს გულისხმობს.
"ძალიან უცნაურია – მოხვდე სანქციების ქვეშ იმის გამო, რომ პრეზიდენტ პუტინს შეხვდე. ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკის მიღმა ყოფნას. პუტინთან შეხვედრების დროს მე წარმოვადგენდი ალფა –ჯგუფს, მაგრამ არა საკუთარ თავს", - განმარტა ბიზნესმენმა.
მარტის შუა რიცხვებში მიხაილ ფრიდმანმა თქვა, რომ სანქციების ავტორებს არ ესმით, „როგორ მუშაობს რუსეთის ხელისუფლება“ და რომ ბიზნესმენებს მასზე გავლენა არ აქვთ.


