რუსეთში თვითმფრინავის ნაწილი მწყობრიდან შესაძლოა, 5 თვეში გამოვიდეს
25/03/2022 12:00:45 მსოფლიო
რუსული ავიაკომპანიებმა, რომლთა ექსპუატაციის ქვეშაა An-24 და An-26 რეგიონულ თვითმფრინავები, დაიჩივლეს ხელისუფლებასთან ტურბოპროპის ძრავების შეკეთებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რადგან როსტოვის No412 სამოქალაქო ავიაციის ქარხანა დაიხურა,– იუწყება РБК.
”ეს ნიშნავს, რომ An-24 და An-26 ის ტიპის ყველა თვითმფრინავი, რომელიც ხელმისაწვდომია რუსულ ავიახაზებში, გაჩერდება მაქსიმუმ ხუთიდან ექვს თვეში”, - წერილობით გააფრთხილა იური ლაპინმა ხელიუფლება.
როგორც იუწყებიან, ხსენებული ქარხანა ძრავების შეკეთებას მარტის ბოლოდან წყვეტს მან ამის შესახებ კომპანიები გააფრთხილა.
თითოეული An-24/26 აღჭურვილია ორი უკრაინული წარმოების AI-24 ტურბოპროპ ძრავით. როსტოვის ქარხანა ყოველწლიურად 60-მდე ძრავას არემონტებდა, – ეუბნება РБК–ს წყარო.
An-24/26 თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია ტვირთისა და მგზავრების გადასაყვანად (52 ადამიანამდე), იწარმოებოდა 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე, თუმცა ექსპლუატაციაში კვლავ რჩება, განსაკუთრებით რეგიონებში.


