ფინეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს
25/03/2022 12:02:55 მსოფლიო
ფინეთის სარკინიგზო ფირმა VR Group 28 მარტიდან შეაჩერებს Allegro-ს მატარებლების მიმოსვლას ჰელსინკისა და სანქტ-პეტერბურგს შორის, – იუწყება Helsingin Sanomat.
გამოცემა წერს, რომ ფინეთის ევროპისა და საკუთრების მართვის საქმეთა მინისტრმა ტიუტი ტიუპურაინენმა განუცხადა VR Group-ს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების გამო არ არის მიზანშეწონილი მატარებლების მოძრაობა ამ მიმართულებით.
„დღემდე Allegro-ს მატარებლები მოძრაობდნენ ოფიციალური ინსტრუქციის შესაბამისად, რისი მიზანიც ფინელების ფინეთში დაბრუნების უზრუნველყოფა იყო. ამ კვირების განმავლობაში მათ, ვისაც რუსეთის დატოვება სურდა, მოასწრეს ქვეყნის დატოვება“, - განაცხადა VR-Group Ltd-ს სამგზავრო სამსახურების დირექტორმა ტოპი ვიმოლამ.
მარტის დასაწყისში Allegro-ს მატარებლების მწარმოებელმა ფრანგულმა ფირმამ Alstom-მა განაცხადა, რომ წყვეტს რუსეთში ექსპორტს. 22 მარტს Siemens-მა გამოაცხადა, რომ შეწყვიტა რუსეთისთვის ელექტრომატარებლების მიწოდება.


