Accentnews.ge
მარიუპოლის საკრებულო დრამატულ თეატრში 300–მდე ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყება

მარიუპოლის საკრებულო დრამატულ თეატრში 300–მდე ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყება

25/03/2022 11:38:56 ევროპა, მსოფლიო

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, ქალაქის დრამატულ თეატრში, რომელიც რუსულმა ძალებმა რამდენიმე დღის წინ დაბომბეს, 300-მდე ადამიანი დაიღუპა.

„თვითმხილველებისგან გაჩნდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატულ თეატრში რუსული თვითმფრინავის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა.

რუსულმა ძალებმა თეატრი, რომელსაც 800–მდე ადამიანი აფარებდა თავს, მიუხედავად მინიშნებისა, რომ იქ ბავშვები იმყოფებოდნენ, 16 მარტს დაბომბეს. ნანგრევებიდან 130 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, თუმცა სასტიკი ბრძოლების გამო სამაშველო ოპერაციის განხორციელება ვერ ხერხდებოდა და ამჟამადაც ანალოგიური ვითარებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S