
დუდა – რუსეთის მუქარაზე: „პოლონეთი დიდია იმისთვის, რომ აგრესორის დასამარხი ადგილი მოვძებნოთ“
25/03/2022 11:21:28 ევროპა, მსოფლიო
რუსეთიდან გაჟღერებული მუქარის საპასუხოდ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, თუმცა აგრესიის შემთხვევაში თავს დაიცავს.
როგორც უკრაინული მედია TVP–ზე დაყრდნობით წერს, დუდას ჰკითხეს პოლონეთის წინააღმდეგ რუსეთის მუქარაზე, პრეზიდენტმა კი პოლონური გამონათქვამის შემოკლებული ვერსია გაიხსენა – „ნუ შეშინდები, არ შეშინდე (რადგან თვითონ ჩაისვრი)“:
„ჩვენ ვართ ერი, რომელიც თავს არავის დასხმია, განსაკუთრებით უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში. ჩვენ ყოველთვის გვსურდა მშვიდად ცხოვრება. ჩვენ გვესხმოდნენ თავს“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთს მშვიდობა სურს.
„ჩვენ გამოვაღწიეთ რკინის ფარდის მიღმა, დავიბრუნეთ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეკონომიკური თავისუფლება, გავიწყეთ შედარებით კომფორტულად ცხოვრება, განვითარება, გამდიდრება მივყვებოდით რა მშვიდობიან ცხოვრებას და გავხდით სამყაროს მოქალაქეები. გვსურს, ეს გაგრძელდეს. ეს არის ჩვენი მისწრაფება, როგორც საზოგადოების და ერის. ჩვენ არ ვართ აგრესიულები და არ გვსურს ვინმეზე თავდასხმა“, - განაცხადა დუდამ და დასძინა, „მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ თავს ვიღაც დაგვესხმება. თუ ვინმეს სურს თავდასხმა, იქნება ეს სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ სხვა ნებისმიერი მიმართულებიდან, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ საკუთარ სამშობლოს“.
„გარწმუნებთ, ის საკმარისად დიდია იმისთვის, რომ აგრესორის დასამარხად ადგილი მოიძებნოს“.
დუდას განცხადება იყო პასუხი რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული არხების ეთერში გაჟღერებულ მუქარაზე, რომლის მიხედვითაც, თუ პოლონეთი მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში სამშვიდობო მისიაში, შესაძლოა, ეს ბირთვულ შეტევაში გადაიზარდოს და რომ „ვარშავა 30 წამში გაქრება“.