Accentnews.ge
უნგრეთში ზელენსკის მწვავე კრიტიკას უპასუხეს

უნგრეთში ზელენსკის მწვავე კრიტიკას უპასუხეს

25/03/2022 10:39:42 ევროპა, მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიჯარტომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის საპასუხოდ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეცვლის გადაწყვეტილებას იარაღთან და რუსულ ენერგომატარებლებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ უნგრეთს მოუწოდა, დაუშვას იარაღის მიწოდება უნგრეთის გავლით უკრაინისთვის და შეაჩეროს ბუნებრივი აირისა და ნავთობის შესყიდვა რუსეთიდან.

როგორც უნგრელმა დიპლომატმა განაცხადა, ესმის, რომ ზელენსკისთვის უკრაინელი ხალხი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობისთვის მთავარი უნგრელი ხალხის უსაფრთხოებაა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უნგრეთი არ იქნეს ომში ჩათრეული, ამიტომ არ დავუშვებთ იარაღის მიწოდებას ჩვენი ტერიტორიის გავლით. ეს ტვირთები სამხედრო სამიზნე იქნებოდა, რომელიც უნდა განადგურდეს და არ გვინდა უნგრელი ხალხის სიცოცხლე და უსაფრთხოება გავრისკოთ“, - თქვა ზიარტომ.

მისი თქმით, უნგრეთის მთავრობა არ დაუშვებს, უკრაინაში ომისთვის მაღალი ფასი უნგრელმა ხალხმა გადაიხადოს:

"რუსეთიდან ბუნებრივი გაზისა და ნავთობის მიწოდების შეწყვეტა შეუძლებელს გახდის უნგრეთისთვის ენერგიის მიწოდებას და ამავდროულად გამოიწვევს ხარჯების მკვეთრ ზრდას. ამიტომ, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ენერგომომარაგების კუთხით სანქციების შემდგომ გაფართოებას".

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაქვეყნა ინფორმაცია სახელმწიფოების შესახებ, რომლებიც დახურულ დისკუსიებში ყოყმანობენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. ზელენსკიმ მიმართა უნგრეთის პრემიერ–მინისტრს ვიქტორ ორბანს, შეახსენა უნგრეთის ისტორია ნაცისტური გერმანიის დროს და ჰკითხა, ვის მხარესაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S