Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებულ ძალები ამჟამად მეტ ტანკს ფლობდნენ, ვიდრე ომის დაწყებამდე – მედია

უკრაინის შეიარაღებულ ძალები ამჟამად მეტ ტანკს ფლობდნენ, ვიდრე ომის დაწყებამდე – მედია

25/03/2022 09:51:31 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულ ძალები ამჟამად მეტ ტანკს ფლობდნენ, ვიდრე ომის დაწყებამდე,– იუწყებიან Forbes, Oryx.

გამოცემები ანალიტიკოსებსა და ღია წყარებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ 24 თებერვალის შემდეგ უკრაინამ დაკარგა სულ მცირე 74 ტანკი, თუმცა დაიპყრო მინიმუმ 117 რუსული ტანკი.

არსებული მონაცემებით, რუსებმა მოახერხეს 37 უკრაინული ტანკის დაკავება, რაც საკმარისი არ არის დანაკარგის ასანაზღაურებლად, რადგან მათ ჯამში დაახლოებით 274 ტანკი დაკარგეს.

ამასთან, პორტალმა Oryx-მა გააანალიზა რუსული დანაკარგები აღჭურვილობის კუთხით და ირწმუნება, რომ რუსულმა ძალამ ომში დაკარგა 1794 ერთეული ტექნიკა, აქედან 877 განადგურდა, 34 დაზიანდა, 228 მიატოვეს, 655 კი უკრაინელებმა იგდეს ხელთ.

უკრაინული მხარის მონაცემებით კი რუსებმა 530 ტანკი დაკარგეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S