Accentnews.ge
თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

25/03/2022 10:02:30 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

ამავე გზის კმ1-კმ24 მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები) გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S