Accentnews.ge
ნიდერლანდის პრემიერი: "ევროკავშირში დაჩქარებულად მიღების პროცედურა არ არსებობს"

ნიდერლანდის პრემიერი: "ევროკავშირში დაჩქარებულად მიღების პროცედურა არ არსებობს"

25/03/2022 09:13:07 მსოფლიო

ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ევროკავშირში ახალი წევრის მიღება პოლიტიკურ პროცესად არ უნდა გადაიქცეს.

"ევროკავშირში ახალი ქვეყნის მიღება პროცესია, დაჩქარებული პროცედურა არ არსებობს და თუ ევროკავშირი ამას გააკეთებს, გაწევრიანებას გადააქცევს პოლიტიკურ პროცესად, ეს კი - არ უნდა მოხდეს", - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, თუ უკრაინას პრივილეგიას მიანიჭებენ, ეს სერიოზულ იმედგაცრუებას გამოიწვევს სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ასევე სურთ გახდნენ ევროკავშირისის წევრები და დიდი ხანია ამ პროცესში არიან. მათ შორის რუტემ დაასახელა ჩრდილოეთი მაკედონია და ალბანეთი. ნიდერლანდის პრემიერი მიიჩნევს, რომ დაჩქარების რისკი იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლოა, დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგეს.

24 მარტს ევროპული საბჭოსადმი მიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებზე ევროკავშირის რეაქცია თითქმის ყოველთვის დაგვიანებული იყო, ამიტომ მოუწოდა, ახლა მაინც სწრაფად გადაწყვიტონ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულად მიღების საკითხი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S