ჟირინოვსკის გარდაცვალებას მის პარტიაში ადასტურებენ, სახელმწიფო სათათბიროში უარყოფენ
25/03/2022 09:02:38 მსოფლიო
რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიის” ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა, – ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტიმ“ ალექსანდრ პრონიუშნიკზე დაყრდნობით გაავრცელა. პრონიუშნიკი „ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიის” წევრია.
მოგვიანებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ჟირინოვსკის გარდაცვალება უარყო. მისი თქმით, დეპუტატი მძიმე მდგომარეობაშია.
ჟირინოვსკი კორონავირუსის დიაგნოზით 2 თებერვლიდან ჰოსპიტალიზებული იყო. პოლიტიკოსს კორონავირუსის ფონზე ორმხრივი პნევმონია განუვითარდა.


