Accentnews.ge
იმედა დარსალია ასახელებს რესპონდენტებს, რომლებიც, მისი თქმით, "შავ სიაში" იყვნენ

იმედა დარსალია ასახელებს რესპონდენტებს, რომლებიც, მისი თქმით, "შავ სიაში" იყვნენ

25/03/2022 08:58:39 საზოგადოება

გადაცემა "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია ასახელებს კონკრეტულ ორგანიზაციებსა და რესპონდენტებს, რომელიც, მისი თქმით, არხის მენეჯმენტმა ე.წ. შავ სიაში ჩასვა. ამის შესახებ მან "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ე.წ. შავი სიები ნიშნავს, რომ გადაცემაზე მომუშავე ჯგუფს ეკრძალებოდათ ამ რესპონდენტების ჩაწერა.

"ეს არის ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული შავი სია. საერთაშორისო ექსპერტების შავი სია ასეთი იყო: რონდელის ფონდის ექსპერტების უმრავლესობა, განსაკუთრებით ზურა ბატიაშვილი; ასევე, ბუკა პეტრიაშვილი და თინა ხიდაშელი. ლაშა ბაქრაძეც, რომელსაც ძირითადად ისტორიულ სიუჟეტებზე წერდნენ; დაბლოკილი იყო საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი ეკა აკობია. კავკასიოლოგი, სრულიად არაპარტიული ლელა ჯეჯელავა. დაბლოკილია ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა - ბათუ ქუთელია ჟურნალისტმა ორჯერ ჩაწერა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო", - განაცხადა დარსალიამ.

მისივე თქმით, გადაცემაში ასევე დაბლოკილი იყო გარკვეული თემები:

"დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში. დაიბლოკა ბელარუსში აქციები - არხის მენეჯმენტს არ უნდოდა ლუკაშენკოს რეჟიმისადმი კრიტიკული ყოფილიყო, რაც არის კატასტროფა. ასევე, ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან - "როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, არ უნდა დავწეროთ რუსეთზე, რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია". ეს მხოლოდ ერთი ნაწილია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S