ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, საფრანგეთმა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ერთდროულად 3 ბირთვული წყალქვეშა ნავი განალაგა
25/03/2022 07:36:15 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე საფრანგეთმა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ერთდროულად 3 ბირთვული წყალქვეშა ნავი განალაგა, – იუწყება THE Times.
გაოცემის ცნობით, რომ "Triomphant" კლასის 4 ფრანგული ბირთვული წყალქვეშა ნავიდან 2-მა დატოვა ბაზა ილ ლონგში, ბრესტის სამხრეთით, რათა გააძლიერონ იმ გემის მხარდაჭერა, რომელიც მუმდივად პატრულირებს ატლანტის ოკეანეში.
"რუსეთის მხრიდან "კუნთების თამაშის" საპასუხოდ სამი ფრანგული ბირთვული წყალქვეშა ნავი პირველად განლაგდა ზღვაზე ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში", - წერს THE Times.


