Accentnews.ge
„საქართველოს ბანკი“ - ამიერიდან, ახალი ელექტრონული ყულაბის გამოყენებით, თანხის დაგროვება კიდევ უფრო მარტივი ხდება

„საქართველოს ბანკი“ - ამიერიდან, ახალი ელექტრონული ყულაბის გამოყენებით, თანხის დაგროვება კიდევ უფრო მარტივი ხდება

25/03/2022 07:24:49 ეკონომიკა, რეკლამა

„საქართველოს ბანკი“ მობილბანკში მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სიახლეების დანერგვას მუდმივ რეჟიმში განაგრძობს. მარტის თვეში ბანკმა მათ მორიგი სიახლე მოუმზადა - ამიერიდან, ახალი ელექტრონული ყულაბის გამოყენებით, თანხის დაგროვება კიდევ უფრო მარტივი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხმარებელი პროდუქტების ჩამონათვალში შეძლებს გაიაქტიუროს ყულაბა, რისთვისაც არც მინიმალური შენატანი და არც ანაბრის ქონაა საჭირო. გარდა ამისა, მას აქვს შესაძლებლობა, მისთვის სასურველი ანგარიში და თანხის ის ოდენობა მონიშნოს, რომელიც ბარათით ყოველი გადახდისას, არჩეულ ანგარიშზე მომენტალურად ჩაერიცხება. ასევე, მისთვის სასურველი დროით შეაჩეროს პროდუქტი და კვლავ გაიაქტიუროს სურვილის შემთხვევაში.

„ახალი ელექტრონული ყულაბა ავტომატიზირებული პროცესებით თანხის დაგროვებას კიდევ უფრო მარტივს და მოსახერხებელს ხდის. ძველი ყულაბისგან განსხვავებით, ის არ საჭიროებს ანაბრის გახსნას. ყოველი გადახდისას, დანაზოგი მომხმარებლისგან შეუმჩნევლად გროვდება. მაქსიმალური კომფორტისთვის კი, დაგროვილი თანხის გამოყენება ან დაგროვების შეჩერება მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ აგროვებ ყოველთვის, როცა ხარჯავ და გაქვს დანაზოგი, რომელსაც თავისუფლად იყენებ.

დარწმუნებული ვართ, მომხმარებლებისთვის ახალი ელექტრონული ყულაბა ფულის დაგროვების ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ გზად იქცევა. ჩვენი გუნდი მომხმარებლის ინტერესების შესწავლას აქტიურად აგრძელებს, იმისთვის, რომ მათივე საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ. მობილბანკის მომხმარებლებს წინ კიდევ მეტი სიახლე ელოდება“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაია გორგილაძე.

ყულაბის აქტივაციისთვის გაეცანით ვიდეოინსტრუქციას: https://www.facebook.com/119630781428450/posts/5067073876684091

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S