
რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული მაღალი სიზუსტის რაკეტების 60% წარუმატებელია – Reuters
25/03/2022 06:35:37 ევროპა
უკრაინაში რუსეთის მიერ გასროლილი მაღალი სიზუსტის რაკეტების 60% არ მუშაობს,– იუწყება Reuters ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. ის ამ წყაროს ეყრდნობა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ მონაცემებით შესაძლოა, აიხსნას, რატომ ვერ მიაღწია მოსკოვმა დასახულ მიზნებს, მაგალითად, გაანადგუროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ვაშინგტონის გამოთვლებით, წარუმატებელი გაშვებების მაჩვენებელი ცვალებადია, თუმცა რიგ შემთხვევებში 50-60%-ს აღწევს.
Reuters ორ ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტების გაშვების ნებისმიერი წარუმატებლობის მაჩვენებელი 20%-დან ზევით წარუმატებლად მიიჩნევა.
მიმდინარე კვირას პენტაგონის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ უკრაინის მიმართულებით უკვე 1000 სხვადასხვა ტიპის რაკეტაა გაუშვეს.