იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
25/03/2022 06:20:28 მსოფლიო
იაპონიამ რუსეთის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
სანქციები შეეხო კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის ცოლსა და უფროს შვილებს; კორპორაცია VEB-ის ხელმძღვანელ იგორ შუვალოვს; "სევერსტალის" მთავარ აქციონერს ალექსეი მორდაშოვს; როსტეხის გენერალური დირექტორის სერგეი ჩემოზოვის ნათესავებს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილე სერგეი კირიენკოს; უსაფრთხოების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევსა და ძმებ როტენბერგებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იაპონიამ სანქციები ჯამში 101 ფიზიკურ პირსა და 130 ორგანიზაციას დაუწესა.


