Accentnews.ge
ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები კიევში ჩავიდნენ

ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები კიევში ჩავიდნენ

25/03/2022 06:11:46 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ​ბალტიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდა.

კიევში უკრაინის მხარდასაჭერად ჩავიდნენ ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარ მურნიეცე, ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი და ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე იური პატასი.

როგორც უკრაინის პრეზიდნეტის ვებსაიტი იუწყება, ზელენკიმ ხაზგასმით აღნიშნა ვიზიტის მნიშვნელობა, მიუხედავად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რთული ვითარებისა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის სამხედრო აგრესიით.

„პირველივე საათებიდან თქვენ ჩვენთან ხართ ლიდერების და ხალხის დონეზე. ამიტომ ჩვენი თქვენი მადლიერები ვართ. უკრაინაში ეს ყველაფერი ესმით, ამ ყველაფერს აფასებენ", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა 24 მარტს კიევში უკრაინის, ესტონეთის, ლატვიისა, ესტონეთის და ლიეტუვის პარლამენტების თავმჯდომარეების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S