Accentnews.ge
"დროა, მოიხსნას შეზღუდვები ჩვენს სამხედრო ინდუსტრიაზე, რომელიც ჩვენმა ზოგიერთმა პარტნიორმა დაგვიწესა"

"დროა, მოიხსნას შეზღუდვები ჩვენს სამხედრო ინდუსტრიაზე, რომელიც ჩვენმა ზოგიერთმა პარტნიორმა დაგვიწესა"

24/03/2022 19:31:06 მსოფლიო

"დროა, მოიხსნას შეზღუდვები ჩვენს სამხედრო ინდუსტრიაზე, რომელიც ჩვენმა ზოგიერთმა პარტნიორმა დაგვიწესა", – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო სამიტის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი ერთგულია ალიანსის პრინციპების მიმართ და ამის დემონსტრირებას ახდენს საქმით და არა სიტყვით

„ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა ქვეყანა ჩავაყენოთ საქმის კურსში, რომ ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენ არავის არ ვემუქრებით. ჩვენი ძალისხმევა ემსახურება მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თურქეთი ერთგულია ალიანსის პრინციპების მიმართ და ამის დემონსტრირებას ახდენს საქმით და არა სიტყვით. ჩვენმა სამხედრო ინდუსტრიამ მიაღწია თვისობრივად ახალ დონეს. დროა, მოიხსნას შეზღუდვები ჩვენს სამხედრო ინდუსტრიაზე, რომელიც დაწესებულია ჩვენი ზოგიერთი პარტნიორის მიერ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მან ასევე, აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა ღონეს ხმარობს უკრაინაში ომის შესაჩერებლად.

მისი თქმით, მშვიდობის მიღწევის მთავარი პრინციპი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტია და ყველა მოლაპარაკება სწორედ ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ანკარამ ომი უწოდა. თურქეთმა მოსკოვის ქმედებებს მიუღებელი უწოდა, აამოქმედა "მონტრეს კონვენცია", მხარდაჭერა გამოუცხადა კიევს, მან რუსულ და უკრაინულ მხარეებს შუამავლობაც შესთავაზა, თუმცა იგი არ შეურთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

ამასთან, ანკარამ მიჰყიდა კიევს სამხედრო დრონები და ხელი მოაწერა შეთანხმებას მეტი თანაწარმოების შესახებ, რამაც კრემლის გაბრაზება გამოიწვია. თურქეთი ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას სირიასა და ლიბიაში, ისევე როგორც მოსკოვის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიას.

ცნობისთვის: რუსული წარმოების სარაკეტო სისტემა S-400–ების შეძენის საპაუხოდ 2019 წლის18 ივლისს აშშ ანკარა F-35–ის წარმოების პროგრამიდან გარიცხა. ანკარამ იმჟამად განაცხადა, რომ იძულებული გახდა S-400-ები რუსეთისგან შეეძინა, რადგან "მოკავშირეებმა არ მიაწოდეს მსგავსი ტიპის იარაღი დამაკმაყოფილებელი პირობებით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S