აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით მილიარდ დოლარს გაუგზავნის
24/03/2022 18:37:25 მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით მილიარდ დოლარს გაუგზავნის ჰუმანიტარული დახმარების სახით, რომელიც მოხმარდება მილიონობით უკრაინელს, რომლებიც დაზარალდნენ ამ ომით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„დღეს შესრულდა ერთი თვე უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრიდან. ნატო-ს სამიტზე ჩვენ გვქონდა ერთიანი პოზიცია სამ ძირითად მმიშვნელოვან საკითხზე ჩვენს ევროპელ მოკავირეებთან. პირველი იყო უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებით. მეორე იყო უმნიშვნელოვანესი სანქციების დაწესება რუსეთისთვის და მესამე იყო ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. აშშ-მა აღმოუჩინა უკრაინას დახმარების სახით ორი მილიარდი დოლარი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად ამირჩიეს. დღეს ვაცხადებ, რომ აშშ უკრაინას კიდევ დამატებით მილიარდ დოლარს გაუგზავნის ჰუმანიტარული დახმარების სახით, რომელიც მოხმარდება მილიონობით უკრაინელს, რომლებიც დაზარალდნენ ამ ომით“,- განაცხადა ბაიდენმა.


