შოლცმა პუტინის მოთხოვნა რუსული გაზის რუბლში შეძენაზე უარყო
24/03/2022 19:10:51 მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და სხვა სახელმწიფოებმა რუსული გაზი რუბლში უნდა იყიდონ.
"გადახდის ვალუტა ხელშეკრულების ნაწილია და ეს არის ის, რაც მოქმედებს. დოკუმენტებში გადახდა ძირითადად ევროში ან აშშ დოლარშია გათვალისწინებული", – განაცხადა კანცლერმა.
მისივე თქმით, რუსულ ენერგიაზე გერმანიის დამოკიდებულების შესამცირებლად, ქვეყანა დაიწყებს თხევადი ბუნებრივი აირის ორი ტერმინალის მშენებლობას ბუნებრივი აირის მისაღებად.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს თქვა, რომ მოსკოვი „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის. ამ ქვეყნებს შორის არიან, მათ შორის აშშ, ევროკავშირის სახელმწიფოები და კანადა.


