Accentnews.ge
"თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ჩვენ ვუპასუხებთ"

"თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ჩვენ ვუპასუხებთ"

24/03/2022 18:30:08 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, აშშ უპასუხებს.

"დიდი შვიდეულის" შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ბაიდენს ჟურნალისტებმა ორჯერ დაუსვეს შეკითხვა უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შემთხვევაში ნატო–სა და აშშ-ის რეაგირებაზე. პირველი შეკითხვისას, მან განაცხადა, რომ "პასუხის ბუნება დამოკიდებული იქნება ქიმიური იარაღის გამოყენების ბუნებაზე".

განმეორებით შეკითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ეს ნატო–ს პირდაპირ ჩარევას უკრაინაში, ბაიდენმა შემდეგი განაცხადა:

"ეს გამოიწვევს აშშ–ის პასუხს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S