„დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთს აფრთხილებენ
24/03/2022 17:08:28 მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთს ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით აფრთხილებენ. ამის შესახებ ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, მათ დაგმეს რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ემზადებოდა ქიმიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის:
"ჩვენ ვახსენებთ რუსეთს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მავნე და სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღთან დაკავშირებით. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას, ქვეყნისადმი, რომელიც სრულად იცავს საერთაშორისო შეთანხმებებს გაუვრცელებლობის შესახებ. ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ სხვა ქვეყნებისა და სუბიექტების მიმართ, რომლებმაც გააძლიერეს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია".
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები აღნიშნავენ, რომ განაგრძობენ „მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის სხვა მთავრობების ჩასართავად შემაკავებელი ზომების გამოსაყენებლად, რომლებიც ანალოგიურია იმ სანქციებისა, რომლებიც უკვე შემოღებულია „დიდი შვიდეულის“ წევრების მიერ“.


