Accentnews.ge
"ფრონტი თითქმის გაყინულია, მტერს ბევრ რაიონში არ აქვს რესურსი შეტევის გასაგრძელებლად"

"ფრონტი თითქმის გაყინულია, მტერს ბევრ რაიონში არ აქვს რესურსი შეტევის გასაგრძელებლად"

24/03/2022 17:02:29 მსოფლიო

"ფრონტი თითქმის გაყინულია, მტერს ბევრ რაიონში არ აქვს რესურსი შეტევის გასაგრძელებლად", -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსულ ძალებს შეექმნათ მიწოდების პრობლემა საწვავზე, საბრძოლო მასალასა და სხვა სახის მატერიალურ საჭიროებებზე.

"ერთადერთი ადგილი, სადაც მტერი აგრძელებს ძალისხმევის კონცენტრირებას, არის იზიუმის, მარინკას და მარიუპოლის მიმართულება, ასევე დაკავებული დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის რაიონში, თუმცა მტერი იქ პრაქტიკულად თავდაცვაზეა გადასული. დღეს განადგურდა რუსეთის ფედერაციის 49-ე არმიის მოწინავე სამეთაურო პუნქტი სამხრეთში და დიდი სადესანტო ხომალდი, რომელსაც გადაჰყავდა დაახლოებით 400 საზღვაო ქვეითი, 20 ტანკი და 45 ჯავშანტრანსპორტიორი - ის აფეთქდა ბერდიანსკის პორტში. მეორე დაზიანდა", – განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S