ზელენსკი – G7-ის ლიდერებს: "სჯობს ახლა უკრაინას დაეხმაროთ იარაღით, ვიდრე მოგვიანებით ეძებოთ საქართველოსთვის, მოლდოვისა და პოლონეთისთვის"
24/03/2022 16:52:00 მსოფლიო
"სჯობს ახლა უკრაინას დაეხმაროთ იარაღით, ვიდრე მოგვიანებით ეძებოთ საქართველოსთვის, მოლდოვისა და პოლონეთისთვის", – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოოდიმირ ზელენსკიმ "დიდი შვიდეულის" ( G7) ლიდერებს.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება იარაღი.
"სჯობს ახლა უკრაინას დაეხმაროთ იმ იარაღით, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, ვიდრე მოგვიანებით ეძებოთ იარაღი სხვა ქვეყნებისთვის - საქართველოსთვის, მოლდოვასთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისთვის, შუა აზიის ქვეყნებისთვის. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჩვენს ინტერესებშია. ეს თქვენს ინტერესებშია. ეს დემოკრატიის ინტერესებშია. თავისუფლება უნდა იყოს შეიარაღებული. სიცოცხლემ უნდა დაამარცხოს სიკვდილი", – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა:
"რუსეთს სანქციები ყოველ კვირას უნდა დაუწესდეს მანამ, სანამ ომს არ შეწყვეტს. უნდა მივიღოთ მონაწილეობა უკრაინისთვის და ჩვენი რეგიონისთვის ახალი უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში. ეს უნდა იყოს რეალური გარანტიები, რომელსაც აგრესიის პირველივე 24 საათში შეეძლება ნებისმიერი აგრესიის შეჩერება".


