Accentnews.ge
აშშ–მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ–მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

24/03/2022 14:54:22 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით.

სანქციების სიაში შედიან რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, როგორც ინსტიტუტი და ასევე 328 დეპუტატი.

სიაში ასევე მოხვდა „სბერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფი, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს მეუღლე, ასევე რუსეთის თავდაცვის საწარმოების ხელმძღვანელები და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული რამდენიმე ათეული კომპანია.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკისა და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს და უკრაინას უწევენ სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

ამის პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შემავალ სახელმწიფოებს გაზის საფასურის გადახდა რუბლებით დაუწესდეს. სააგენტო „ტასის“ თანახმად, ამის შესახებ მან მთავრობის თათბირზე განაცხადა. „მივიღე გადაწყვეტილება, უმოკლეს დროში მოხდეს რეალიზაცია ზომების კომპლექსისა რუბლებზე ანგარიშსწორების გადასაყვანად - ამით დავიწყოთ - ჩვენი ბუნებრივი აირისთვის, რომელიც მიეწოდებათ ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებს“, - თქვა პუტინმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S