Accentnews.ge
უკრაინა ტყვეების გაცვლის შესახებ იუწყება

უკრაინა ტყვეების გაცვლის შესახებ იუწყება

24/03/2022 14:48:59 ევროპა

უკრაინასა და რუსეთს შორის პირველად შედგა ტყვეების გაცვლა: მათ 10–10 სამხედრო გაცვალეს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

ამასთან, კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური.

„დღეს, პრეზიდენტის ზელენსკის ბრძანებით, მოხდა სამხედრო ტყვეების პირველი სრულფასოვანი გაცვლა, 10 დატყვევებული დამპყრობლის სანაცვლოდ გამოვიყვანეთ ჩვენი 10 სამხედრო მოსამსახურე.

დღესვე რუსებს გავუგზავნეთ 11 რუსი სამოქალაქო მეზღვაური, რომლებიც ოდესასთან ჩაძირული გემიდან გადავარჩინეთ.

ამ გაცვლის შედეგად, 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური ბრუნდება სახლში, რომელიც ოკუპანტებმა მაშინ შეიპყრეს, როდესაც ისინი ზმეინის კუნძულიდან ჩვენი სამხედროების გამოყვანას ცდილობდნენ. სამაშველო გემიც დაბრუნდება უკრაინაში და გადაეცემა თურქეთის პორტს“,– განაცხადა მინისტრმა.მანამდე რუსეთის საგარე საქმეთა სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ ტყეების გაცვლა ორჯერ შედგა, რაც უკრაინაში არ დაადასტურეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S