Accentnews.ge
„ბერდიანსკში დაზიანებულ რუსულ გემებს მოღალატე უკრაინელები მეთაურობდნენ“ – უკრაინის საზღვაო ძალები

„ბერდიანსკში დაზიანებულ რუსულ გემებს მოღალატე უკრაინელები მეთაურობდნენ“ – უკრაინის საზღვაო ძალები

24/03/2022 14:34:59 ევროპა, მსოფლიო

ხუთშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დილით ბერდიანსკში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანებული ორი რუსული გემის მეთაურები უკრაინის მოღალატეები არიან, რომლებიც მტერის მხარეს 2014 წელს გადავიდნენ,– იუწყება უკრაინის საზღვაო ძალები.

როგორც იუწყებიან, უკრაინის საზღვაო ძალების მე-2 რანგის კაპიტანი ვლადიმირ ხრამჩენკოვი ჯერ კიდევ 2014 წელს გადავიდა მოწინააღმდეგეების მხარეს. ხოლო კიდევ ერთი პირი, რომელზეც უკრაინული მხარე მიუთითებს, ასევე მე-2 რანგის კაპიტანია საჰაერო სადესანტო ძალებიდან – იური პავლოვი:

„სუსტები არიან: 2014 წელს ვერ გაუძლეს 30 ვერცხლის ცდუნებას, დღეს კი მათი „პროფესიონალიზმის“ წყალობით ოკუპანტების კიდევ ორმა დიდმა სადესანტო გემმა დაკარგა ბრძოლის უნარი.

მივმართავთ ამ ორ მოღალატეს: თქვენ გაქვთ ერთადერთი შანსი, რომ ოდნავ მაინც გაიწმინდოთ სინდისი – სჯობს, გემები თავად ჩაძიროთ, ჩვენ ამაში ერთგვარ ჯილდოსაც კი მოგცემთ".

თორემ კიდევ ერთხელ მიუახლოვდით უკრაინის ნაპირებს და „ორსკის“ ეკიპაჟის ბედს გაიზიარებთ“. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სანაპიროსთან რუსული გემი დაიწვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S