Accentnews.ge
ბაიდენი: "ნატო ისეთი ძლიერი და ერთიანია, როგორც არასდროს"

ბაიდენი: "ნატო ისეთი ძლიერი და ერთიანია, როგორც არასდროს"

24/03/2022 14:41:44 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნატო „ისეთი ძლიერი და ერთიანია, როგორც არასდროს“. მან ბრიუსელში ალიანსის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ უკრანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

"ნატოს ლიდერები დღეს შეიკრიბნენ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის ერთთვიან წლისთავზე, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი, ჩვენი გადაწყვეტილება, დაეკისროს პასუხისმგებლობა რუსეთს მის სასტიკ ომზე და ჩვენი ვალდებულება ნატო–ს გაძლიერებისთვის",– განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ნატო და შეერთებული შტატები „განაგრძობენ ზელენსკის მთავრობის მხარდაჭერას უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი და მზარდი ოდენობის დახმარებით, რათა დაიცვან თავი რუსეთის აგრესიასგან".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S