Accentnews.ge
კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" ეთერში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა

კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" ეთერში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა

24/03/2022 14:14:35 საზოგადოება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "ალტ-ინფოს" ეთერში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა. ამის შესახებ საუბარია მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" საჩივარს შეეხებოდა.

კომისიამ მიიჩნია, რომ საჩივარს ვერ განიხილავდა, რადგან ეს თვითრეგულირების მექანიზმის სფეროს მიეკუთვნებოდა.

"კომუნიკაციების კომისიამ საკითხის შესწავლისას მიიჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს და გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა. ომის პროპაგანდა თავისი არსით ისეთი დარღვევაა, რომლის გავრცელებაც მოქმედი კანონმდებლობით 24 საათის განმავლობაში სრულად იკრძალება", - აღნიშნავენ კომისიაში.

"საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" "ალტ-ინფოს" წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას რამდენიმე დღის წინ მიმართა და მოითხოვა ამ არხის ეთერში 27 თებერვალს გაჟღერებული განცხადების შეფასება:

"სრული ძალისხმევით არ ებრძვის [რუსეთი უკრაინას], შეიძლება, ეს ცოტა სასტიკად გაჟღერდეს, მაგრამ მე მირჩევნია ნაკლები ჯარისკაცი მე დამეხოცოს, ვიდრე მოწინააღმდეგეს ჯარისკაცი და შემთხვევით ამ მოწინააღმდეგის ჯართან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობა - მე ეგეთი წარმოდგენა მაქვს".

"ალტ-ინფო" საკუთარ სატელევიზიო/ონლაინ ეთერში, რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამ არხის დამფუძნებლები არიან 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები, რა დროსაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S