
ენერგოდარის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მანდატზე უარი თქვა
24/03/2022 14:00:02 ევროპა, მსოფლიო
ენერგოდარის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ თანამდებობა დატოვა, რათა თავიდან აეცილებინათ ზეწოლა და იძულება რუსი ოკუპანტების მხრიდან ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ შესაქმნელად,– იუწყება ენერგოდარის მერი დიმიტრი ორლოვი.
„სხვადასხვა ფრაქციის დეპუტატები ამ რთულ, მაგრამ დაბალანსებულ გადაწყვეტილებას ხსნიან საკუთარი მოვალეობის კეთილსინდისიერად, უკრაინის კანონმდებლობის ფარგლებში შესრულებლის შეუძლებლობი. ამ პირობებში აღმოჩნდნენ ისინი ახლა – ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ.
ბოლო დღეებში თოთოეულმა პირადად მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება ოკუპანტების მხრიდან მათი ხმების იძულებითი გამოყენების თავიდან ასაცილებლად - აგრესორი ქვეყნის კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქ ენერგოდარის ტერიტორიაზე რაიმე უკანონო "სახალხო რესპუბლიკების" შექმნის მიზნით. ოკუპანტების მხრიდან ასეთი ტენდენცია შეინიშნება“,– ამბობს მერი და დასძენს, რომ დეპუტატები მაინც გააგრძელებენ მოქალაქეების დახმარებს დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში.
20 მარტს ენერგოდარის მოსახლეობამ ოკუპაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გატაცების წინააღმდეგ აქცია გამართა. რუსმა სამხედროებმა სცადეს რამდენიმე დემონსტრანტის გატაცება, გახსნეს ცეცხლიც.
ოკუპანტებმა დაიწყეს ენერგოდარის ობიექტებში განსახლება, რომლებიც ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის პერსონალისთვის იყო განკუთნილი.
მანამდე ადგილობრივმა ტელეკომპანია „ენერგოდარმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა, რათა მათი რესურსები პროპაგანდული მიზნებისთვის არ ყოფილიყო გამოყენებული.