Accentnews.ge
ბორელი: "ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება“

ბორელი: "ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება“

24/03/2022 13:36:06 ევროპა, მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი უკრაინაში რუსეთის შემჭრის მიმდინარეობა უახლოეს 15 დღეში გადაწყდება,– ამის შესახებ ბორელმა ესპანურ ტელეარხ TVE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ბორელის თქმით, რუსეთის მთავრობა ჯერ არ არის დაინტერესებული უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებით, ვინაიდან რუსეთის არმიამ სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწია.

„ახლა რუსეთს არ სურს იჯდეს და რაღაცაზე შეთანხმდეს: მას მხოლოდ ტერიტორიის ოკუპაცია სურს“, - განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისადმი განწყობილი იქნება მაშინ, თუ სერიოზული პოზიციების დაკავებას შეძლებს.

ბორელის თქმით, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების გაწევას:

"ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ისტორიაში შევა უკრაინელების წინააღმდეგობის უნარი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S