ნატო მოუწოდებს ჩინეთს, თავი შეიკავოს რუსეთის საომარი ქმედებების მხარდაჭერისგან და ნებისმიერი ისეთი ნაბიჯისგან, რომელიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება
24/03/2022 13:34:37 მსოფლიო
ნატო მოუწოდებს ჩინეთს, თავი შეიკავოს რუსეთის საომარი ქმედებების მხარდაჭერისგან და ნებისმიერი ისეთი ნაბიჯისგან, რომელიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება. ამის შესახებ ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას (PRC), დაიცვან საერთაშორისო წესრიგი, მათ შორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, როგორც ეს გათვალისწინებულია გაეროს წესდებაში, თავი შეიკავონ რუსეთის საომარი ძალისხმევის ნებისმიერი სახით მხარდაჭერისგან და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც დაეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. ჩვენ შეშფოთებულები ვართ PRC–ს რიგი ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული საჯარო კომენტარებით და მოვუწოდებთ ჩინეთს, შეწყვიტოს კრემლის ცრუ ნარატივების ტირჟირება, განსაკუთრებით ომისა და ნატო–ს შესახებ და ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას", – ნათქვამია განცხადებაში.


