Accentnews.ge
ნატო-ს ლიდერებმა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე წარმოდგენილობის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს

ნატო-ს ლიდერებმა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე წარმოდგენილობის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს

24/03/2022 13:27:19 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ნატო-ს ლიდერებმა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე წარმოდგენილობის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ნატო–ს გენმდივანმა იენს სოლტენბერგმა საგანგებო სამიტის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განცხადა.

მისი თქმით, ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფი გაიგზავნება სლოვაკეთში, უნგრეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S